03:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 16:05:46, 851 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

თბილისის მერი დავით ნარმანია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული  მიულოცა და ქვეყნის წარმატება და წინსვლა უსურვა.

მისი თქმით, სვეტიცხოვლობა განსაკუთრებული დღეა მართლმადიდებელი ქართველებისთვის, რადგან იგი სარწმუნოების და ქართველი კაცის  სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა.

საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობასთან ერთად, წმინდა მოციქულთა სწორის - მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics