|
2016-10-13 15:38:56, 4060 ნახვა
კულტურა
ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს დაიწყება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - "საჩუქარი" გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამა გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას და მედიას თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქეთი დოლიძესთან ერთად წარუდგინა. მათივე ცნობით, ერთი თვის განმავლობაში, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები. ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ტრადიციულად მხარს უჭერს ხელოვნების ფესტივალს. „ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი თავისი შინაარსით. ერთის მხრივ, ყოველწლიურად განახლებული პროგრამით და მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი, ვიზიტორი გვსტუმრობს ამ პერიოდში, შესაბამისად, ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა „საჩუქარი “და სწორედ ამიტომაც, წელს მე-15 ფესტივალს, რომელიც საიუბილეოა, ჩვენ კვლავ დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს.“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ, თავის მხრივ, თბილისის მერს მადლობა გადაუხადა ფესტივალის ტრადიციული მხარდაჭერისათვის. ფესტივალს დაემატა ახალი პროგრამა - "ფოკუსშია იტალია". მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. „საჩუქარი“ წელს მეთხუთმეტე იუბილეს ზეიმობს. ფესტივალს თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გახსნის, რის შემდეგაც 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარმოდგენით "წვიმა" წარსდგება. სპექტაკლის დასრულებისთანავე, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“. (NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)