|
2016-10-13 12:15:06, 922 ნახვა
პოლიტიკა
ქული: უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საქართველოს დემოკრატიისთვის ახალი გამოწვევაა
ამერიკელი პოლიტოლოგის, კოლუმბიის კოლეჯის პროფესორის ალექსანდრ ქულის განცხადებით, საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. როგორც ქულმა აღნიშნა, არჩევნების შედეგი მისთვის შოკი არ ყოფილა. "მთლიანობაში, ჩემთვის არჩევნები მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა. რა თქმა უნდა უკეთესადაც შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები თავისუფლად და გაყალბების გარეშე ჩატარდა. იყო სირთულეები ადგილებზე. შედეგს რაც შეეხება ეს შოკი არ ყოფილა ჩემთვის", - აღნიშნა ექსპერტმა. ქულის თქმით, სუპერ უმრავლესობით შესვლა პარლამენტში - ეს საქართველოს დემოკრატიისთვის ახალი გამოწვევაა. "ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია. იყო მოწოდებებიც, რომ გაყალბდა არჩევნები, მოიპარეს ხმები. თუმცა საბოლოოდ ეს მთავარი უკვე აღარ არის. პოლიტოლოგი თვლის, რომ "საქართველოში გაჩნდა კრიტიკული განწყობა დასავლეთის მიმართ გართულებული ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესის გამო, რაც წესით ბენეფიტი უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთის წევრობისთვის მზად არის". "არის სკეპტიციზმი ნატოს მიმართაც წევრობასთან დაკავშირებით. პრორუსული პარტიისთვის 5% ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს რუსეთის ისტორიულ გამარჯვებას და რუსეთის მხარდაჭერას ან იმას რომ მოსახლეობის 99% მხარს რუსეთს უჭერს. რათქმაუნდა რუსეთში უხარიათ, რომ იქ თავიანთი იდეების გამხმოვანებელი ეყოლებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამერიკისთვის, სადაც არ ფიქრობენ რომ ეს საფრთხის შემცველია და რაიმე დიდი გავლენა ექნებათ პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ორიენტაციაზე", - განაცხადა ალექსანდრ ქულმა. ქულის თქმით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი დასაწყისი აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". "საქართველოში არ სურთ ახალი რევოლუცია და რეჟიმის შეცვლა. საქართველოს სურს სტაბილურობა, პლურალიზმი, ტოლერანტობა, წყნარი და ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მიშას მმართველობის სტილთან არ ასოცირდება", - განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)