18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 12:07:24, 723 ნახვა

პოლიტიკა
ატამბაევი: ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ მოსკოვსა და ვაშინგტონში არ ვრეკავდით

ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას, ომი არ არის გამოსავალია, - ასეთი კომენტარი გააკეთა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე კითხვის საპასუხოდ.

როგორც ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.  

"ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. ომი არ არის გამოსავალი. ჩვენც გვქონდა პრობლემები, ორი რევოლუცია გამოირა ყირგიზეთმა 2005 და 2010 წლებში, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში. სამხედრო გზამ შესაძლოა, ჩიხური სიტუაცია გამოიწვიოს. ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. სიამაყეზე უნდა გვეთქვა უარი და არ უნდა მიგვეყვანა ამ სიტუაციამდე მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, თუმცა ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics