|
2016-10-12 13:35:50, 1674 ნახვა
სამართალი
შსს-მ სოფელ ჯიხაშკარში საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავა
შსს-მ საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1957 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს. „შსს-ს მიერ, ასევე, დაკავებულია სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირიც. სამართლდამცველებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)