|
2016-10-12 10:34:05, 594 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა გორში შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, გორში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა. შსს-ს ინფორამციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა. შს მინისტრმა სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. განახლებულ შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი იმუშავებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)