18:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 22:03:00, 734 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე: გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ

გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესახებ იყო დისკუსია და ეს არის ჯანსაღი პროცესი ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ევროპულ პარტიაში.

"გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. იყო დისკუსია და ეს არის ჯანსაღი პროცესი ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ევროპულ პარტიაში. გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ", - აღნიშნა კაპანაძემ. 

მისივე თქმით, წინსაარჩევნო გარემოში იყო სერიოზული ძალადობისა და არათანაბარი პირობები.

"იყო ძალიან ბევრი დარღვევა, სერიოზული ძალადობა, არათანაბარი პირობები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ იმ ამომრჩევლებს, ვინც ხმა დაგვიჭირა და ასევე მათ, ვინც ხმა არ მოგვცა. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია, რათა ივანიშვილს შევუშალოთ ხელი, მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ისე, როგორც მოესურვება", - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics