|
2016-10-11 17:59:46, 730 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი კომიტეტმა დღეს განიხილა. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 170.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ს 22.3%-ს შეადგენს, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 265 მლნ, ხოლო სხვა შემოსავლებში 280.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 10 555.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რომელშიც საბიუჯეტო სახსრები 9 520.0 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად მხარჯავ დაწესებულებების მიხედვით ყველაზე დიდი თანხის ოდენობა ჯანდავის სამინისტროზე მოდის, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის 31.5% შეადგენს. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტრო 743.2 მლნ ლარით, შსს 585.0 მლნ ლარით და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური 110.0 ლარით დაფინანსდება. კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ხელახალი გადამუშავებისთვის ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)