|
2016-10-11 16:40:50, 714 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის კარგად ახერხებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აცხადებს, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და პარტია საბოლოო გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს. "არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება. დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენ აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია", - წერს სააკაშვილი. ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნისნა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუმცა ეს ცალკეული დეპუტატების გადასაწყვეტია. "რაც შეეხება, არსებული გაყალბების მექანიზმების პირობებში, მეორე ტურში მონაწილეობას, ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე, დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება. ჩვენ, მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)