|
2016-10-10 14:44:04, 1760 ნახვა
კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის აზრს მე ვერ ვხედავ
საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, უაზრობაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის მიმართვაში განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევე როგორც, ივანიშვილის პარტიამ ბევრი ხმა დააგროვა. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ფეხქვეშ გათელა. "ერთმანეთის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ჩვენი მომხრეების ნაწილის მხრიდან ქართველი ხალხის დადანაშაულება არ არის სწორი. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ასე და ჩვენ ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ამავე დროს დღესავით ნათელია, რომ ივანიშვილი არ სცემს ”ნაციონალური მოძრაობის ” მხარდამჭერების არჩევანს არანიარ პატივს და ფეხქვეშ გათელა მათი უფლებები", - განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მეორე ტური იქნება უფრო რთული, ხელისუფლება შეეცდება „რუსთავი 2“-ის მენჯმენტის სრულად შეცვლას. „მეორე ტურის შესახებ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს და ეს ასეც იქნება. მე ვერ ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების. რა შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ასეთ სიტუაციაში გვჭირდება გადაჯგუფება, ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხადა სააკაშვილმა. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე, კანდიდატები თავიანთ მხარდამჭერებს უნდა შეხვდნენ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)