|
2016-10-10 14:36:51, 898 ნახვა
პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: არჩევნები შედგა, თუმცა მას სერიოზული დარღვევები ახლდა
„მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა, თუმცა მას გარკვეული, სერიოზული დარღვევები ახლდა“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში კორნელი კაკაჩიამ განუცხადა. მისი შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები 2012 წლის არჩევნებთან შედარებით უკეთესი არ ყოფილა. „მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები როგორც ასეთი შედგა, თუმცა მას გარკვეული, სერიოზული დარღვევები ახლდა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. ეს აღნიშნეს როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მთლიანად თუ შევადარებთ 2012 წლის და 8 ოქტომბრის არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ უკეთესობის მოლოდინი იყო, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ იმ დარღვევების რაოდენობას, რომელიც ბოლო დღეს იყო. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში დიდი გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე. თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოლოდინი იყო, რომ არჩევნები უფრო მშვიდად ჩაივლიდა და ნაკლები დარღვევა იქნებოდა. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა, გარკვეული დარღვევებით, მომხდარმა კი, გარკვეული როლი იქონია“,-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. ცნობისთვის, პარლამენტში 3 პარტია შედის. „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.14%, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი, 5%.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)