17:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 12:44:37, 741 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: სერიოზული საუბრები ჩემს მომავალთან დაკავშირებით არავისთან მქონია

პარლამენტის თავმჯდომარის  დავით უსუფაშვილის განცხადებით, მის მომავალ  საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სერიოზული საუბარი არავისთან ჰქონია.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  უშიშროების საბჭოს მდივნად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ  ინფორმაციას ეხებოდა.

„აღარ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს, აღარ დარჩა სახელმწიფოში თანამდებობა, რომელზეც არაა საუბარი, რომ მე იქ წავალ. არანაირი სერიოზული საუბარი ჩემს მომავალთან დაკავშირებით არავისთან მქონია. ამის  დროც ალბათ მოვა. შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენ ამბებზე“,-განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics