|
2016-10-08 23:29:03, 673 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი შედეგები დაწყნარების და დამშვიდების საფუძველს არ იძლევა
ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება. მისივე პროგნოზით, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გავლენ. „ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კომისიის წევრი ახლა იბრძოდეს ბოლომდე, თვლიდეს ოქმებს ბოლომდე და არ მისეცეს რაიმე სახის მანიპულაციის საშუალება. დღევანდელი შედეგები დაწყნარების და დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ჩვენი ქვეყანა შეიძლება ძალიან მძიმე განსაცდელში აღმოჩნდეს ძალიან საშიშ პერიოდში. ამიტომ, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს და ყველა სხვა პატრიოტ ადამიანს, რომელიცაა საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი, განსაკუთრებული გულმოდგინეობა და ბრძოლისუნარიანობა მართებს“,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)