17:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 19:14:36, 663 ნახვა

პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 50-დან 100 ლარამდე უხდის

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 50-დან 100 ლარამდე უხდის და საარჩევნო უბნებზე მიჰყავს.

როგორც თარხან-მოურავმა ბრიფინგზე აღნიშნა, რეგიონებში რწმუნებულები და გამგებლები ღიად და დაუფარავად მუშაობენ ხელისუფლებისთვის.

„თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები სხვა ტაქტიკით ტარდება, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩემი აზრით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკეთესი იყო, ვიდრე დღევანდელი. არავითარ წვრილმანებზე არ ვისაუბრებ, მხოლოდ საკვანძო საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას. თბილისში არჩევნები მეტნაკლები სიმშვიდით და სამაგალითო ჩვენებით ტარდება. გამომდინარე იქიდან, თბილისში დიდი ყურადღება მოპყრობილია საერთაშორისო ორგანიზაციები მხრიდან და იქმნება ისეთი ილუზია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. პირველი პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსი, ეს პრობლემა განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში, რაიონებში და სოფლებში. რწმუნებულები და გამგებლები, რომლებიც დგანან უბნებთან, ასევე სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, შედიხარ კაბინაში და 41 ნომერი პირადპირ აწერია. ვიმეორებ, რწმუნებულები და გამგებლები დაუფარავად და ღიად მუშაობენ ხელისუფლებისთვის. მეორე დაუძლეველი პრობლემაა, ე.წ. კარუსელები. მაგალითად, იორმუღალოში ერთ ქალბატონს სამი პირადობის მოწმობა აქვს და მან სამივე უბანზე ხმა მისცა. კარუსელი პრობლემა არამხოლოდ იორმუღალოში, არამედ სხვა რაიონებშიც ნათლად ჩანს. მესამე პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ აკეთებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. დაახლოებით, 16:30 საათისთვის სამარშრუტო ავტობუსები გაჩნდა იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სადაც ამომრჩეველს 50-დან 100 ლარამდე უხდიან და მიჰყავთ საარჩევნო უბანზე. არჩევნების დასრულებამდე ბოლო საათებია დარჩენილი და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მდგომარეობა არასახარბიელოა“,-განაცხადა თარხან-მოურავმა.

მანვე მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რაც მეტი ხალხი მივა არჩევნებზე, ნაკლები ეფექტი ექნება ხელისუფლების ასეთ ქმედებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics