|
2016-10-08 13:06:27, 1013 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა დაიწყო!
6 ოქტომბერს, „მოყვარულთა თასის“ ფარგლებში „თბილისის ლიგამ“ აიღო სტარტი. თბილისის ლიგა უმაღლესი და პირველი ლიგისგან შედგება და პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები 15 -16 ოქტომბერს დაიწყება. ტურნირის გახსნის ცერემონია საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართა, რომელიც ცეკვის ჯგუფი „Swaggers“ -ის შოუთი დაიწყო. გოგონებმა ენერგიული და შთამბეჭდავი შოუ წარუდგინეს მაყურებლებს. მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გეგა ზურაბაშვილმა მიმართეს. მათ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სამოყვარულო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს. მატჩში ერთმანეთს „თბილისის ლიგის“ წინა გათამაშების გამარჯვებული „ვაზის უბანი“ და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კვარტალი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ მაღალ ტემპში ჩაიარა და კვარტლელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი 1-1 დამთავრდა. ანგარიში „კვარტალის“ თავმდამსხმელმა ალექსანდრე კაიდარაშვილმა საჯარიმო დარტყმიდან გახსნა, თუმცა „ვაზის უბანმა“ მალევე ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თეიმურაზ ექიზაშვილის გოლით გაათანაბრა. მეორე ნახევარში ისევ „კვარტალი“ გავიდა წინ ალექსანდრე სულაშვილის შესანიშნავი შორეული დარტყმით. გაშვებული გოლის შემდეგ „ვაზის უბანი“ გააქტიურდა და მალევე გაათანაბრა კიდეც თორნიკე ტურავას გოლით. დარჩენილ დროში სათამაშო უპირატესობა ისევ „კვარტალის“ მხარეს გადავიდა და აისახა კიდეც გატანილ გოლებში. ლუკა თავზარაშვილმა ისევ შორეული გასროლით გაიყვანა გუნდი წინ, ბოლოსკენ კი ალექსანდრე კაიდარაშვილმა სამამდე გაზარდა გუნდის უპირატესობა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე კაიდარაშვილი დასახელდა. „თბილისის ლიგის“ მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)