17:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 10:47:05, 624 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულ ოცნება“ - აჭარაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" აჭარის წარმომადგენლობაში არჩევნების მშვიდ გარემოში მიმდინარეობაზე საუბრობენ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, რაიმე სერიოზულ ექსესებს ადგილი არ ჰქონია.

მათივე ინფორმაციით, არჩევნებზე აქტივობა მაღალია. შესაბამისად, მათ აქვთ იმედი, რომ აქტივობა დღის განმავლობაში მთელი აჭარის მაშტაბით კიდევ უფრო გაიზრდება.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიოს; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics