|
2015-03-16 15:37:54, 851 ნახვა
საზოგადოება
Unicef "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკების" ჩვენებაზე მოსწავლეების მიყვანაზე განცხადებას ავრცელებს
გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) საქართველოში "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკების" ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების მიყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები იმ სახის ინფორმაციისაგან ბავშვის დასაცავად, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის. ''ინფორმაციის მისაწვდომობა -სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვისათვის ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობა, წაახალისოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელება, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით, და მიიღოს ზომები იმ სახის ინფორმაციისაგან ბავშვის დასაცავად, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის'',- ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ზემოხსენებული ფილმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, ტელეკომპანია "ოდიშმა" გაავრცელა. "ოდიშის" ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)