02:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 15:27:30, 725 ნახვა

საზოგადოება
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. 

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. 

მათივე ცნობით, ახალი მაგისტრალი სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს და დედაქალაქის უძველეს უბანს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებთან დააკავშირებს. 

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს თავმდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, დასრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

 ნარმანიას თქმით, აღნიშნული გზით, კრწანისიდან  შინდისში  ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი. 

„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი დაპირება შევუსრულეთ და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა გავაკეთეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილიდან მთაწმინდისა და შინდისისკენ ასასვლელი გზა ძალიან დატვირთული იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება  ალტერნატიული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც  დღეს დასრულდა და მოძრაობაც გაიხსნა. ეს გზა საკმაოდ  ამოკლებს მანძლს და კრწანისიდან შინდისისკენ ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

პროექტის ფარგლებში, ახალი გზის მშენებლობის გარდა, განხორციელდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები, კიუვეტებისა  და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. 

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის 4 993 986,60 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ჯეუ გრუპ“-მა შეასრულა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics