01:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:37:16, 812 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მედიის პროფესიულ კავშირი დაფუძნდა

გაერთიანებული პროფკავშირის ბაზაზე ახალი დარგობრივი გაერთიანება ჩამოყალიბდა.

GMTU საქართველოს მედიის პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების, ფოტოგრაფებისა და მედიაში დასაქმებული პერსონალის უფლებებს უკვე დღეიდან დაიცავს.

კავშირს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფესიული ორგანიზაციის ლიდერები ხელმძღვანელობენ. გაერთიანების თავმჯდომარედ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ჟურნალისტი ლაშა მესხი იქნა არჩეული, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ ოპერატორი კახაბერ ჯანაშვილი.

„ვფიქრობ დღევანდელი დღე წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოს პროფკავშირული მოძრაობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საერთაშორისო და დასავლური გამოცდილება პროფკავშირული მოძრაობების მიმართულებით ძალიან პროგრესული და წარმატებულია. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მედიის პროფესიული გაერთიანება. უკვე დღეიდან ჩვენ საქართველოს მასშტაბით ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟისა და ყველა დასაქმებულის უფლებებს დაიცავს“, - განაცხადა მესხმა ორგანიზაციის პრეზენტაციაზე.

ღონისძიებას სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics