16:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 09:44:50, 858 ნახვა

პოლიტიკა
კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებსა და ელექტრონულ მედიას შეახსენებს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია. 

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, აკრძალვა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობას არ ეხება. 

„არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics