|
2016-10-05 15:48:10, 1632 ნახვა
სამართალი
შსს გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. „შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენელი: საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები. დაუყოვნებლივ დაიწყო პირველადი საგამოძიებო ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება; მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)