|
2016-10-05 14:52:40, 544 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი და გიორგი ლილუაშვილი ხონში მოსახლეობას შეხვდნენ
რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ. ნოდარ ჯავახიშვილმა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა ყველა ის ადგილი სადაც გარკვეული ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი, კონკრეტულად კი ის გაეცნო სოფელ ძეძილეთის პრობლემას სადაც ადგილობრივები ე.წ. ბონდის ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ, ნოდარ ჯავაიშმა ასევე დაათვალიერა სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენის წყლის სანაპირო სადაც ნაპირ სამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.ტურისტული ინფრასრუქტურის გუმჯობესების მიზნით გარკვეული სამუშაოები იგეგმება სოფელ გორდსა და კინჩხაში.ინფარასტრუქტურის მინისტრი ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად სოფელ ქუტირის მოსახლეობასც შეხვდა, რომლებსაც საკანალიზაციო სისიტემის პრობლემა აქვთ. „ჩვენ შევხვდით ყველა იმ სოფლის მკვიდრს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობელემები აქვთ, ასევე დავათვალიერეთ გორდისა და კინჩხის ტურისტული ინფრასტრუქტურა სადაც მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მინისტრი პირადად გაეცნო ყველა საკითხს და მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრების დასასრულს.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)