|
2016-10-05 10:16:19, 1304 ნახვა
სამართალი
დიდინეძში მომხდარ ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი პასუხისგებაში მისცეს
დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. ისინი პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით მიეცნენ, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას, ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. შსს-ში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემა დაპატიმრებას არ გულისხმობს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში იმ დროს სცემეს, როცა ისინი პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ. „ოცნების“ წარმომადგენელის ინფორმაციით, მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)