|
2016-10-04 23:48:38, 738 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი; აშენდა და გაიხსნა ბიოუსაფრთხოების პუნქტები მარნეულსა და რუსთავში, სადაც ხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველფოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. სულ ქვეყნის მასშტაბით 8 ასეთი პუნქტის აშენებაა დაგეგმილი; მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა 35 ათასი სული ცხვრის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყატარში. ცხვრის ექსპორტის სეზონი დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ათასობით ცხვარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია განთავსებული; ევროკავშირთან მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ქვეყნებში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მეცხვარეობის დარგში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები, რომელთა გადაჭრის მიმართულებით სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი. მეცხვარეებთან გამართულ შეხვედრებზე, ჯგუფის წარმომადგენლები უშუალოდ მათგან ისმენენ პრობლემების შესახებ და ერთად იხილავენ სამომავლო მოქმედების გეგმებს. ასეთი ტიპის ერთ-ერთი შეხვდრა უკვე დაგეგმილია სულ რამდენიმე დღეში, 7 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მანკიერ პრაქტიკად იქცა წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი თემების პოლიტიზირება, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. გასულ წლებში ამის ნათელი მაგალითი იყო რთველის პროცესის პოლიტიზირების მცდელობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მეცხოველეობის, და, მათ შორის მეცხვარეობის, დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, შემუშავებულია დარგის განვითარების ხელშეწყობის გეგმა", - ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)