|
2016-10-04 17:48:20, 958 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს. პრემიერის მიმართვის ტექსტს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: ”ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და კეთილდღეობას. ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ვსწავლობდით თავისუფლებასა და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად. განვლილი 4 წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო. მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არ აქვთ სამუშაო და რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას. ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა, არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა. ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყნის სწრაფი განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური პროგრამის ნაწილს, ან წინაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა და გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დინამიური განვითარების პერიოდი. ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა- მდებარეობა, ულამაზესი ბუნება, მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული და რაც მთავარია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენისა და ქვეყნის აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა. ანუ, ყველა მონაცემი გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს, ოღონდ გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)