|
2016-10-04 17:01:43, 919 ნახვა
რეგიონი
კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში, შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა
საზოგადოებრივ ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრები გრძელდება. კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, 28-29 სექტემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა. ორდღიან შეხვედრას: შშმ პირები, კორბოულის გამგეობის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ. სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და მათთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა სმენადაქვეითებულ და სმენის არ მქონე პირებს აქვთ საშუალება სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისი მიიღონ, ამ შემთხვევაში მსურველები კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით: sda.gov.ge უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. სააგენტოს პრიორიტეტია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას. სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, მიდის მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ანალოგიური ტიპის შეხვედრები მეჯვრისხევის, საზოგადოებრივ ცენტრებში 12–13 ოქტომბერს მოეწყობა.
(NS)
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)