|
2016-10-04 16:14:55, 1144 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: აშკარაა იმ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რომლებსაც ფარული ჩანაწერებისკენ მიდრეკილება აქვთ
აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორცილებინათ ფარული ჩანაწერები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აიდო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, შემაშფოთებელია საუბრის შინაარსი, სადც პირდაპირ ჩანს ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისთვის - თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს და იტყვის, რომ ეს განპირობებული იყო თითქოსდა შანტაჯით. „კიდევ ერთი სამარცხვინო ჩანაწერი მოვისმინეთ მამუკა ახვლედიანთან, რომელიც გვარამიას მიერვე იქნა გაკეთებული და ამას თავადაც აღიარებს. ვფიქრობ, რომ ამაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესედნენ. ზოგადად, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორცილებინათ ფარული ჩანაწერები. ამას დღესაც არ ეშვებიან, წარსულში არიან ჩარჩენილი და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ საქმიანობას“, -აღნიშნა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)