|
2016-10-03 15:10:29, 715 ნახვა
საზოგადოება
კომპანია “RMG” საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონს“ დააფინანსებს
ბოლნისში, კომპანია "RMG-სა და საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონს" შორის სპონსორობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონის" დირექტორი, ლადო ბურდული მემორანდუმის გაფორმებას მნიშნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული, კლუბის განვითარებას შეუწყობს ხელს. "დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი "ბოლნისის სიონსა" და კომპანია "RMG"-ს შორის. ხელშეკრულების ვადა არის ერთი წელი. კომპანია ყოველწლიურად, ფულადი ანაზღაურებით დაეხმარება კლუბს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია "RMG"- ს. საფეხბურთო კლუბისთვის ეს არის სასიცოცხლო, რომ უფრო მეტი გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არამარტო ერთი წლის, მრავალი წლის ურთიერთობა გვექნება. შევეცდებით, რომ მათი ნდობა გავამართლოთ", - განაცხადა ბურდულმა. "RMG"-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე კი, იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, საფეხბურთო კლუბის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს. "დღეს, კომპანია "RMG”-ის და საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რითიც კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსოს საფეხბურთო კლუბი. მოხარულები ვართ ამ ყველაფერით და იმედია, ხელს შევუწყობთ ფეხბურთის კიდევ მეტად განვითარებას და ჩვენს წვლილს შევიტანთ მასში", - განაცხადა დავით ბალანჩივაძემ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)