|
2016-10-03 14:33:43, 1344 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი ნათელაშვილზე: ეს ყვარყვარე რომ პარლამენტში მოხვდეს, ჩვენი მიღწევების შავი ლაქა იქნება
„ეს ყვარყვარე რომ პარლამენტში მოხვდეს და მან გადალახოს ბარიერი, ჩვენი მიღწევების შავი ლაქა იქნება“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით GDS-ის გადაცემაში განაცხადა. ივანიშვილის მტკიცებით, შალვა ნათელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს და საზოგადოებამ ეს უნდა დაინახოს. ამასთან, ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ რომ ნათელაშვილმა ბარიერი გადალახოს: „ყვარყვარე ერთი უკრაინელი და აგერ ერთი ქართველი გვყავს ნათელაშვილი. რა თქმა უნდა, კითხვა ძალიან ლოგიკურია, არის შანსი, რომ ნათელაშილმა გადალახოს ბარიერი. მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, თუ კიდევ მისმენენ და უნდათ, რამე გაიგონ, გავიხსენოთ მთელი მისი მოღვაწეობა. ჯაშუშებიდანაც ფულს იღებდა, მოღალატეებისგან ფულს იღებდა ამის კადრები თვითონ მერაბიშვილმა გაუვრცელა მას. ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი. ერთადერთი ქართველი კაცია, რომელიც ხელისუფლებიდან არ გამდიდრებულა. არ არის ტიპური ყვარყვარე? აბა სხვა რა გინდა, რომ უწოდო. „ქართული ოცნება“ და სხვაც წინამორბედები, თუ იყო შევარდნაძის მთავრობის დროსაც, მათ ხელისუფლებიდან იციან, როგორ უნდა აიღონ ფული, მაგრამ ეს ხელისუფლებაში არ ყოფილა, ისე გახდა მდიდარი. ნახეთ, „რუსთავი2“-დან არ ჩამოდის ნათელაშვილი, „რუსთავი2“ აპიარებს, ხალხო, თავიდან ბოლომდე , შეხედეთ, „რუსთავი2“ ვისია, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ნათელაშვილს უფრო ხარისხიანი კლიპები გაუკეთეს, მათი არ ვარგა, ასე ხარისხიანი არაა. ბოლო 6 თვე ერთი მძიმე სიტყვ არ უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მარტო ივანიშვილს აგინებს. ეს ყვარყვარე რომ პოლიტიკაში მოხვდეს და მან გადალახოს ბარიერი, ეს იქნება შავი ლაქა ჩვენი მიღწევების. დიდი ალბათობით ნათელაშვილი ვერ გადალახავს, მაშინ ჩათვალე, რომ ყველანი თავის ადგილზე იქნებიან“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)