|
2016-10-03 12:44:44, 758 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: როგორ უკუღმა აქვთ ამ საცოდავებს ყველაფერი დაყენებული და კიდევ შედეგებს ელოდებიან
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგთან დაკავშირებით, "რუსთავი2"-ის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში განაცხადა, მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ისე ნაჩვენები, თითქოს, მიიჩნევდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%-იანი რეიტინგი ჰქონდა. ამასთან, ივანიშვილი პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით, „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც აკრიტიკებს: "როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი საზოგადოება, რომ მას ასე მოექცე? ეს კითხვა მაქვს თუნდაც იმ ამომრჩეველთან, რომელიც შემორჩა "ნაციონალურ მოძრაობას". ნახონ ჩემს ნათქვამს "რუსთავი2" როგორ ამახინჯებს, 30% როგორ შემოაქვს და რაც მთავარია, მათი გაქცეული ლიდერიდან დაწყებული და აქაური ლიდერებიც საკუთარი შტაბიდან, სასწრაფოდ ახმოვანებენ, რომ ივანიშვილიც კი აღიარებს 30%-ს. რაში სჭირდება? ამით გამართლება უნდათ 26%-ის, რომელიც მოიტყუეს. ასეთი მარტივი სიცრუით უნდოდათ რთული სიცრუის გამართლება. რა დაეჯერება მაგათ კვლევებს? წარმოიდგინეთ, ეგზიტპოლებს რომ „რუსთავი2“ ჩაატარებს, თანაც გამოდის მაგათი უკრაინელი ლიდერი და ამბობს, რომ, უკრაინაში გაქცეული ლიდერი, თორე ამაზეც აღზევდებიან, თუმცა უკრაინელია, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა მაგან, ტყუილად არ წამომცდენია, აი, როგორ უკუღმა აქვთ ამ საცოვდავებს ყველაფერი დაყენებული და კიდევ შედეგებს ელოდებიან, მანაც გაიმეორა მოკლედ ეს სიცრუე. ძალიან ცუდ დღეში არიან, არ აქვთ რესურსი, გააცნობიერეს, რომ არ გამოუვიდათ, საზოგადოება არაა ისეთი სულელი, როგორც ეგონათ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)