|
2016-10-03 12:37:13, 704 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" პირადი კადრების გადაღებაზე 100 მილიონზე მეტი ჰქონდა დახარჯული
„100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ მარტო პირადი კადრების გადაღებაზე, რაც ჰქონდათ დახარჯული“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უნდა გამოვიდნენ და განმარტებები გააკეთონ. "ვითომ ახალი გუნდია. როგორ შეცდომებზე ისწავლეს, ეს უნდა თქვან. ადმიანებს რომ კლავდნენ? რომ აწამებდნენ? ფილმიც თუ ნახეთ, იქ ცოტა შემსუბუქებულია ფაქტები, უფრო მძიმე იყო. ოჯახს არ დაუმძიმეს, როგორც მოექცნენ იქ მთავარ გმირს. სხვა ხერხებიც იყო. ეს იცოდა საზოგადოებამ. ჩვენ კარგად ვიცოდით რაც ხდებოდა. საზოგადოებაში იყო ცნობილი, რომ იჭერდნენ უდანაშაულოებს, აწამებდნენ იმიტომ, რომ გაეგოთ, იქ რომ შეხვალ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო. ამით ცდილობდნენ საზოგადოების დათრგუნვას, დამორჩილებას. ამაზე იტყვიან უარს? ჯერ გამოვიდნენ განმარტებები გააკეთონ. ამ ქალბატონმაც გააკეთოს განმარტებები. რაზე იტყვიან უარს? 100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ მარტო პირადი კადრების გადაღებაზე, რაც ჰქონდათ დახარჯული მათ. საზოგადოება კიდევ ვერ ეკრვევა კარგად. ფსევდო შუაშისტები გვაიგივებემ მათთან, ესენიც ცუდები არიან, ისინიც ცუდები იყვნენო. მათი გადაღებული კადრებიდან ერთი გაავრცელა გელა ხვედელიძემ, რომელსაც დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ, მძიმე შეცდომა რომ დაუშვა. ჩვენ ის კაცი გავწირეთ უაპელაციოდ, რომ ასეთი შეცდომა ვერ ვაპატიეთ. ჩვენს ფულს ამ კადრების გადაღებაში ხარჯავდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი მმართველი გუნდი მასზე ჭორებს ავრცელებს. "ეს ქალბატონი რულოვსი, გამოდის და ამბობს, მაგას აღარ იზავსო, მოდით ჩვენ აგვირჩიეთ. ჩემზე ჭორებს ავრცელებენ, აი ნახეთ გარბისო და სინამდვილეში თვითონ გარბიან. ამ სიცრუით უნდათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ", - განაცხადა ექს-პრემიერმა. მისივე განცხადებით, მან სანდრა რულოვსის და ია მეტრეველის დაპირისპირების კადრები ნახა. "სანდრა რულოვსის და ია მეტრეველის კადრები ვნახე. ეს ქალბატონი, რომ ჰყვება როგორ ჩავიდა, როგორ ჩახედა თვალებში თუ ტვინში და ეს კაცი აღარ იძალადებსო. როგორ არ იძალადებს. ქალბატონ იას მე ძალიან კარგად ვიცნობ, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ტრაგედია იყო როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ უაპელაციოდ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)