|
2016-10-03 12:31:47, 686 ნახვა
პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნები": სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ზეწოლა-მუქარის 11 ფაქტი გამოვლინდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ანგარიში 2 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი. ამასთან, მათივე ინფორმაციით, პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამოდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. " გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ხდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ. ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. პარტიების შეხვედრებზე, ძირითადად, საწინააღმდეგო განწყობების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოოდნენ და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ კამპანიისთვის ხელის შეშლას. განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების - პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. დაზიანება ძირითადად, პლაკატების ჩამოხევაში, სხვადასხვა სუბიექტის პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრაში გამოიხატა. რამდენიმე შემთხვევის გარდა, შეუძლებელია ფაქტის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. აღნიშნული სახის დარღვევები პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის მასალებს შეეხო. საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიაში მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური მოწოდებებით გამოირჩეოდა. საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. ადმინისტრაციულ რესურსს, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების დამზადების და უფასოდ გავრცელების, შენობა-ნაგებობების გამოყენების, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა, რაც საარჩევნო კოდექსის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ზოგიერთ მუნიციპალიტეტის ინიციატივა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოქალაქეებისთვის ცალკეული პროექტების მიმდინარეობის თუ დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასაარჩევნოდ აღნიშნული ინიციატივების განხორციელება შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩეველის ნებაზე ზემოქმედების ფორმას და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდა პოლიტიკურად აქტიური პირების უკანონო მიყურადების შემთხვევები. ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სცენარს განიხილავენ. აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებას წინ უსწრებდა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ დესტაბილიზაციასა და არეულობის გამოწვევას გეგმავს. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ერთის მხრივ, როგორც ჩანაწერების ავთენტურობის და დანაშაულებრივი განზრახვის რეალურობის დასადგენად, ასევე, უკანონო ფარული მიყურადების დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად",-აცხადებენ ორგანიზაციაში.
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)