|
2016-10-03 11:58:33, 621 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით, "რუსთავი2"-ის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმურება: "პირველ რიგში გავიხსენებთ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, ისე იყო წარმოჩენილი მისი სიტყვები, რომ თითქოს ის მიიჩნევდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი, სინამდვილეში მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. საუბარი იყო იმაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, მხარდაჭერა შეადგენს 150 ათას, 200 ათას კაცს, რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%. 30%-ი სიტყვები იყო ნათქვამი საერთოდ სხვა კონტექსტში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც იყო გავრცელებეული, თუმცა კიდევ ერთხელ ყალბი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს ტელე მაყურებელს. გარდა ამისა, იმავე დღეს, მომდევნო დღეებში „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ ჩვენი წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30 %-ი რეიტინგი ნაც.მოძრაობის შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მიზანს რეალურად ვერ მიაღწიეს იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 30 %-ი მაჩვენებელი ნაც.მოძრაობის არის არის მთლიანად აცდენილი რეალობას. კიდევ ერთხელ, ნაც.მოძრაობის რეიტინგი არის ბევრად ნაკლები, რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება საბოლოო ჯამში ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ის მაჩვენებლები, რომლებიც შემოგვთავაზეს ჩვენ „რუსთავი2“-ის მეშვეობით. ეს კვლევა მოგეხსენებათ ჩაატარა ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა, საველე ორგანიზაციები სწორედ მის მიერ ჩატარდა „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აპილაციის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიას მხრიდან, „რუსთავი2“-ის მხრიდან მისი ხელმძღვანელობით სამწუხაროდ, სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებულია აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ დაფავიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის. ჩვენ მოგაწვდით ვიდეო მასალას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არის გაყალბებული. მას არცერთხელ არ უხსენებია, რომ ნაც. მოძრაობას აქვს 30%-ი რეიტინგი. რეალურად, ნაც. მოძრაობის რეიტინგი არის რამდენჯერმე ნაკლები 30%-იან მაჩვენებელზე",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)