|
2016-10-03 11:57:25, 645 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში საცურაო აუზის გახსნას დაესწრო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საცურაო აუზის გახსნას დაესწრო. ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „ბლექსის“ ფილიალი ზესტაფონში ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და 1500-მდე პირის მომსახურებას შეძლებს. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მათავარი პრიორიტეტი. დღეიდან ზესტაფონს ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეემატა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს არის შესაძლებლობა, თითოეული მოქალაქე დაკავდეს სპორტული აქტივობით. ვულოცავ ზესტაფონელებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიყო ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ. ამ ეტაპზე ცენტრის შემადგელობაში 3 საცურაო აუზია. უახლოეს მომავალში კომპლექსს ფიტნეს კლუბი შეემატება. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)