|
2016-10-03 10:33:55, 787 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია გორში V ქვეითი ბრიგადის, ვაზიანში IV მექანიზირებული, I მსუბუქი ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, ასევე დაბა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების და კახეთის რეგიონში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო ბაზებს ეწვია. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადების მეთაურებისგან ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ დეტაური ინფორმაცია მიიღო, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. ლევან იზორიას განცხადებით, პრიორიტეტულია თითოეული ჯარისკაცი და ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდება იმისთვის, რომ ჯარისკაცმა თავი იგრძნოს დაფასებულად. „თავდაცვის სამინისტროში ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია თითოეული ჯარისკაცის საჭიროებაზე და ამ საჭიროებებს ჩვენ ვეცნობით. ვიყავით დასავლეთ საქართველოში, დღეს შემოვიარეთ აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო დანაყოფები და მათთან ერთად მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმისა, თუ რა უნდა შევცვალოთ, როგორც სისტემურად ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ყოველთვის გვექნება ინტენსიური ურთიერთობა ჩვენს ჯარისკაცებთან, რადგან მოხდეს იმ სტრატეგიული რეფორმების განხორციელება, რაც გვაქვს მიზნად დასახული“ - განაცხადა ლევან იზორიამ. ქვედანაყოფებში თავდაცვის მინისტრთან ერთად, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძეც იმყოფებოდა. (NS)
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)