|
2016-10-02 18:47:04, 876 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოება გამართა. დაჯილდოების ცერემონიაზე თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ; რამდენიმე საფეხურიან გამოცდაში, მათ შორის საერთაშორისო WSET-ში წარმატებული კურსდამთავრებულები კი საზეიმოდ გაწევრიანდებიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეების და ასისტენტ-სომელიების სტატუსით. დაჯილდოებაზე, ასევე, ასოციაციის მიერ დაწესებული „ქართული ღვინის ორდენის“ კავალერები გამოვლინდნენ. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია ატარებს. კონკურსი 17 ნომინაციას აერთიანებს და მასში საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ღვინის წარმოება მონაწილეობს. ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები და „სახალხო ჟიურის“ საზოგადოების წარმომადგენლები არიან. „ქართული ღვინის ორდენი“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ 2014 წელს დაარსა და ყოველწლიურად 3 ადამიანს გადასცემს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ცნობისთვის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის დაარსების დროიდან (2003) „თბილისის ღვინის სკოლა“ მოქმედებს. 2014 წლიდან საქართველოს სომელიეთა ასოციაცია სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის (ASI) სრულუფლებიანი წევრია. მსოფლიოში ცნობილ ავსტრიულ კომპანია RIEDEL-თან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ „საფერავის“ ექსკლუზიური ბოკალი შექმნა. „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ღვინის შესახებ ფილმი გადაიღო. კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი შალვა ხეცურიანი, რეჟისორი-ნანა ჯორჯაძე, სცენარის ავტორი-თამარ ბართაია, დამდგმელი ოპერატორი კი-მიხეილ კვირიკაძეა. ეს ფილმი საფრანგეთში გამართულ ღვინის კინოფესტივალ OENOVIDEO 2016-ზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართულ-ინგლისურ ჟურნალს- „ღვინო, როგორც კულტურას“ გამოსცემს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)