|
2016-10-02 10:29:13, 1506 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიას ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე ნატო-ს სათაო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) კოორდინატორს, მარჩინ კოზიელს და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათივე ცნობით, მხარეებმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. გივი მიქანაძემ და მარჩინ კოზიელმა პოლიციელთა განათლების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)