|
2016-10-01 16:59:04, 759 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ორი საპატრულო ხომალდი გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო ხომალდების გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ს სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მხრიდან შს მინისტრის მოადგილე-სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელმოწერის ღონისძიებას ასევე აშშ-ს სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი სანდრა შტოცი და საქართველოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლოზ ბერლინელი ესწრებოდნენ. „Island-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში“, - აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების 10 კვირიან გადამზადებას აშშ-ს სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)