|
2016-10-01 14:44:47, 941 ნახვა
საზოგადოება
მმკ რომის პაპის სვეტიცხოველში არშეშვებას გეგმავს
სასულიერო პირების ნაწილი და მართლმადიდებელი მრევლი რომის პაპის საწინააღმდეგოდ მორიგ აქციას გეგმავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ რომის პაპი სვეტიცხოვლის ტაძარში არ შეუშვან. „დღეს 5 საათზე, ყველანი სვეტიცხოველთან. ყველანი, როგორც ერთნი, დავდგეთ იქ, რათა ამ პიროვნების, ამ კომედიანტის, რომელსაც რომის პაპი ქვია, ფეხი იქ არ დადგეს. ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ არა ჩხუბით და ომით, არამედ მშვიდობიანად, როგორც ამას ვაკეთებეთ ეს დღეები. თუ ღმერთი დაუშვებს, რომ შევა იქ, ეს ღვთის ნება იქნება და ჩვენი ცოდვების გამო მოხდება, ჩვენი სისუსტის გამო, რომელიც გამოიჩინეს მავანთ. მაგრამ, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთი დაინახავს თქვენს ბრძოლას, თქვენს ღვაწლს და აუცილებლად დაგვიფასებს, რომ ჩვენი იქ ვიყავით და ვაპროტესტებდით პაპის შესვლას ჩვენს წმინდა ტაძარში, რომელსაც სვეტიცხოველი ქვია. ღმერთი აუცილებლად შეგვინდობს, მაგრამ უნდა მივიდეთ ყველა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი მწვალებლობის საქართველოში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამა დავით ისაკაძემ. ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დღეს მცხეთას ეწვევა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)