|
2016-10-01 13:52:37, 1212 ნახვა
კომენტარი
"ვისურვებდი, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე, საქართველო ევროსასამართლოში ღირსეული კანდიდატით წარსდგეს"
"ვისურვებდი, ევროპის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული კანდიდატით წარსდგეს ევროსასამართლოში", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარმ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. „საკითხის ამ რანგში დასმა, პრეცედენტი ყოფილა თუ არა, რომ მოსამართლე ვერ აერჩიათ, არ ვიცი. ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მათი პროცედურა, ეს პროცედურები უფრო და უფრო რთულდება ევროპის სასამართლოში. ამ დეტალებზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე წარადგინა. ერთ-ერთი ვერსიით მათ სტრასბურგის მოსამართლეობაზე უარი თქვეს, მეორე ვერსიით კი, კენჭისყრა გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)