|
2016-09-30 13:47:45, 753 ნახვა
საზოგადოება
1 ოქტომბერი - ვარდისფერი მსვლელობა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ!
1 ოქტომბერს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, კომაპნია ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. მსვლელობის განრი: 13:00 – 14:00 შეკრება ფილარმონიის წინ, მსვლელობის მაისურების და პრომო მასალების დარიგება; 14:00 – 15:00 მსვლელობა ფილარმონიიდან პირველი სკოლის მიმართულებით; 15:00 – 17:00 აქტივობა პირველი სკოლის წინ, საინფრომაციო მასალების გავრცელება, ექიმის კონსულტაცია და მამოგრაფიული შემოწმების გავლა, გასართობი ღონისძიებები. 16:00 – 17:00 საქველმოქმედო კონცერტი, აქტივობის დახურვა; დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge/Pink / უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ - 032 2508 508.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)