|
2016-09-29 17:17:07, 1341 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება
თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს უპირველესად საქართველოს ხელისუფლებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. „რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ეს გამოძიებული უნდა იყოს, ჩანაწერების ავთენტურობაც უნდა დადგინდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს არის უპირველესად საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელს წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში უპრცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)