|
2016-09-29 15:37:03, 1399 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძის აზრით, ახლა "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონის დარღვევა იქნება
"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ფარული ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონის დარღვევა იქნება. ამის შესახებ კობახიძემ "ექსპრესნიუსს" საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მიუხედვად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბიულეტენში დაფიქსირებულია, ამომრჩეველი ადეკვატურ არჩევანს გააკეთებს და პოლიტიკურად გაკოტრებულ პარტიას მხარს არ დაუჭერს: "რეგისტრაციიდან მოხსნას აქვს თავისი წესები და თავისი პროცედურები. რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი თავისი შინაარსით, არის საკმაოდ მძიმე და რეალურად ჩანს, რომ ეს პარტია სწორედ ძალადობაზე ორიენტირებულია და მხოლოდ ეს აქვთ გეგმებში, რაც განუხორციელებელია და ვერასოდეს აღასრულებენ ამ გეგმას, მაგრამ მეორეა, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცედურების დაცვით, ეს დარჩება რაღაცა მასალა გავრცელებული მედია სივრცეში. აუცილებელია, გამოძიებით დადგინდეს ამ ჩანაწერის ნამდვილობა. ეს გამოძიების საქმეა. თუ კანონის დაცვითა და კანონის დადგენილი წესით არ განხორციელდა რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურა, მაშინ რა გამოდის? გამოდის, რომ ხელისუფლება დაარღვევს კანონს და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კანონდარღვევით უნდა ვიაროთ და ამ გზით მოვიპოვოთ რაღაც დივიდენდები. ეს არ იქნება სწორი. არჩევნები საკმაოდ მშვიდად ჩაივლის და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს პარტია არის ფიქსირებული ბიულეტენში, დამერწმუნეთ, ამომრჩეველი აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცევა და არასოდეს მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად უკვე გაკოტრებულ პარტიას",-აღნიშნა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)