|
2016-09-29 14:20:15, 887 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: უკვე 9 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არავიზე ზრუნვა არ მოუწევს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უკვე 9 დღის შემდეგ არავიზე ზრუნვა აღარ მოუწევს, ვინაიდან 8 ოქტომბრის არჩევნებზე მისი მმართველობა დასრულდება. ამის შესახებ წიკლაურმა "ექსპრესნიუსთან" ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ""ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ" "მემგონი, ბიძინა ივანიშვილს არავიზე ზრუნვა არ მოუწევს უკვე 9 დღის შემდეგ, მისი მმართველობა დასრულდება 8 ოქტომბერს. ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, იზრუნებს, რა თქმა უნდა, თავის მოქალაქეებზე. თუ როგორ იზრუნა მან საქართველოს მოქალაქეებზე, ძალიან კარგად გამოჩნდა გასული 4 წლის განმავლობაში. წინა 4 წელი აღნიშნულია პოლიტიკური დევვნით, მოქალაქეების მოტყუებით, მათი იმედების გაცრუებით და ანგარიშმიუცემელი კორუფციით, რომელიც არის სახელმწიფო უწყებებში. ყველაფერ ამის კვალი ძალიან კარგად ჩანს ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაში და ქვეყნის უკუსვლაში. ამიტომ, მისი ზრუნვა არავის აღარ სჭირდება და ქართველი ხალხი 8 ოქტომბრის არჩევნებზეამ ვერდიქტს გამოიტანს",-განმარტა ნუგზარ წიკლაურმა. შეგახსენებთ, დღეს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი უნდა ჩაქოლონ. ივანიშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის უზენაესობა აღიაროს. "არ იფიქროთ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს თანამოქალაქეებზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ კაცის მკვლელებსაც ცდილობენ, გამოიყვანონ და საზოგადოების წევრებად გახადონ. "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ, ან რაღაც უბედურება დავმართოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ კანონის უზენაესობა აღიარონ, რომ სახელმწიფოებრიობა აღიარონ და დაემორჩილონ ამას. ეს მოხდება არჩევნების მერე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ივანიშვილმა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)