|
2016-09-29 13:42:09, 1640 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი: დღეს საბანკო სისტემა საამაყოდ განვითარებულია
ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საბანკო სისტემა საქართველოში დღეს ერთ-ერთი წარმატებულია. ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. "ვინც ეკონომიკა იცის, ჩვენი ბანკების ღირებულება მარტო ამით რომ განვსაზღვროთ, მაღალ შეფასებას აძლევენ გარეთ და ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის სისხლ-ძარღვები. თუ საბანკო სისტემა არ იქნა ჩამოყალიბებული და ჯანსაღი, იქ სხვა ბიზნესი ძალიან რთულად თუ განვითარდება, ან ვერ განვითარდება. შესაბამისად, დღეს საბანკო სისტემა საამაყოდ გავითარებულია. სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას, ბიზნესთან ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, თუ იპარავს, პასუხი უნდა ვაგებინოთ, თუ ჯანსაღია ბიზნესი, სწორად მუშაობს და იზრდება, თეთრი შური უნდა გვქნოდეს და უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ. და არა ის, რომ დავანგრიოთ. ხალხი ბიზნესმა უნდა დაასაქმოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)