|
2016-09-29 11:20:25, 840 ნახვა
რეგიონი
ბაკურიანში ჰოკეის დარბაზის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტებისა და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცნობილ ფრანგულ კომპანიასთან ერთად ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის დაპროექტებას იწყებენ: „დაპროექტებაზე გამოიყოფა 786 500 ლარი, ეს იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შევისწავლეთ მოთხოვნა, და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთავს კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურა, და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე ბიატლონის მიმართულებით სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა, გარდა ამისა, იქ იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება, რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს, და ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბაკურიანში ჰოკეის დარბაზის მშენებლობა იგეგმება: „რა თქმა უნდ ჩვენ ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ბაკურიანში იკვრება სრული წრედი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალში უკვე დაახლოებით ალბათ 10 წლიან პერსპექტივაში, მართლა ოლიმპიადის ჩატარებაზე საქართველოში, და ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი. თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა. მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი განხორციელდება, იმის გათვალისწინებით, რომ იქ სრულიად ახალი ტრასების მშენებლობა მიმდინარეობს, იქ იგეგმება ასევე ჰოკეის დარბაზის მშენებლობა, რომლის პროექტირება დაწყებულია და მთელი რიგი საცხოვრებელი გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბაკურიანი ნამდვილად შეიძლება გახდეს უმნოშვნელოვანესი საერთშორისო მნიშვნელობის კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის მთელი კომპლექსი მაქვს მხედველობაში”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)