|
2016-09-28 21:29:33, 1597 ნახვა
სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა დაკითხვა დღის წესრიგში რჩება
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას. სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. „გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სათანადო საპროცესო წესით დამაგრდა სისხლის სამართლის საქმეზე და მოწმის სახით დაბარებულნი იქნენ აუდიოჩანაწერში მოხსენებული საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე განაცხადეს უარი. ხსენებულ პირთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დგას დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“, - აცხადებენ სუს-ში. ცნობისთვის, 27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სუს-შ დაკითხვაზე დაბარებული იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი ბობოხიძე, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)