|
2016-09-28 17:38:29, 1379 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მინისტრმა ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. ნოდარ ხადურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წარმატებულად გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, მათ შორის, პარტნიორობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტრანსპორტის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში პარტნიორობის საკითხები, ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების პროცესში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)