|
2016-09-28 17:30:51, 1093 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: სააკაშვილის საქმით უკრაინაშიც არიან დაინტერესებული, ის კონტრაბანდას მფარველობს
"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმით უკრაინაშიც არიან დაინტერესებული და ოდესის გუბერნატორი კონტრაბანდას მფარველობს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად უნდა ჩატარდეს. "ვიცი, რომ უკრაინაშიც საკმაოდ დაინტერესებული არიან სააკაშვილის პროცესით. საუბარია, რომ რაღაც კონტრაბანდას მფარველობს ოდესაში. არავინ არ იცის, რა დაპირისპირებები, რა მაფიოზური თუ კლანური პროცესები მიმდინარეობს, სად ჩაიწერეს ან ვინ გაავრცელა. საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის შემხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” ძალიან ბევრი მხარდამჭერი - არის კითხვები, ზოგი სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ რეალურად კაციშვილი არ მეგულება, გარდა ერთი პატარა მარგინალური ჯგუფისა, რომელსაც საქართველოში იმის მოხდენა უნდოდეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს”, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)