|
2016-09-28 16:42:17, 897 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და „NATIVE GEORGIAN“ -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „NATIVE GEORGIAN“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას. „მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება მომთაბარე კახური ღორის მოშენება, მაღალი გემოვნური თვისებების მქონე ხორცპროდუქტების წარმოება და შემდგომ რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. ქართულ-ევროპული ერთობლივი პროექტის განხორიელება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ხორცპროდუქტების წარმოების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. „NATIVE GEORGIAN“ მსოფლიოში უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიის („TEMPO DEALS“) მფლობელმა ესპანელმა ბიზნესმენმა საქართველოში ცოტა ხნის წინ დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში კომპანიის „TEMPO DEALS“ მესვეურებმა გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან ლორის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნა დიდა პოპულარული პროდუქტი შექმნეს. ესპანური კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტირების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ესპანეთში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა. საპარტნიორო ფონდის ჩართულობით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქართული ღორის ჯიშების შესწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონები მოინახულეს და მეცნიერული კვლევები ჩაატარეს, რამაც ცხადყო რომ კავკასიური გარეული ღორის ჯიში ესპანური ღორის ჯიშის გენოტიპთან იდენტურია. ესპენურ-ქართული ერთობლივი პროექტი ღორების ფერმის შექმნასაც გულისხმობს რაჭისა და კახეთის რეგიონებში, ყოველწლიური 9 000 ღორისწარმადობით. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება, თანამედროვე სტანდარტების დაგეგმვა, მაღალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბების მიზნით ტრეინინგების ორგანიზება. მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე კომპანიის „NATIVE GEORGIAN“დირექტორმა, ლუის ალბერტო სანზ კასადომ პროექტის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კავკასიური გარეული ღორის მოშენებას და პოპულარიზაციას. (NS)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)